Monday, September 13, 2010

Bio კოსმეტიკის უპირატესობა


ადამიანის სილამაზის და ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის გარეგნულ იერსახეს, რამეთუ კანზე აისახება ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. კანი გვიჩვენებს როგორია ადამიანის კუჭ–ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა და ა.შ. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში სურს ლამაზი სახის კანი ჰქონდეს. კანის მაქსიმალური სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა კოსმეტიკას.

ჩვენი კომანია “colors of life”- გვთავაზობს უნიკალურ კოსმეტიკურ საშუალებებს, რაც დაფუძნებულია ბიო–სტანდარტებზე. ეს ნიშნავს რომ „ბიო“ კოსმეტიკა იწარმოება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ე.ი. იმ სასარგებლო მცენარეებისგან , რომელიც მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

ბიო–კოსმეტიკის ტექნოლოგია დაფუძნებულია ექსტრაქციის უნიკალურ მეთოდზე ზეკრიტიკული ნახშიროჟანგის გამოყენებით. ამ მეთოდის საშუალებით ხდება მცენარეებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ამ ნივთიერებების პირვანდელი შემადგენლობა.

აქტიურ ნივთიერებებს უნარი აქვთ წარმოქმნან მაღალმოლეკულური ბუნებრივი კონსერვანტები, რომელიც განაპირობებს მიღებული პროდუქტების შენახვას ხანგრძლივი დროით. ამგავრი მეთოდით მიღებული პროდუქცია ამცირებს ალერგიის რისკსაც (რადგან არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს).

No comments:

Post a Comment